მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

© Фото Ирмы Шарикадзеმოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა
მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუს მოდის მიმდევრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ქართულ მოდას მოსკოვში გაეცნონ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ქართველ დიზაინერთა კოლექციის გაცნობა ამჟამად რუსეთშიც არის შესაძლებელი, მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა სახელწოდებით "SINAZE“, უთხრეს Sputnik-ს დამფუძნებლებმა სვეტლანა გლოცერმა და ვიოლეტა ჯანჯულიამ. 

„ქართველ დიზაინერთა შტაბ-ბინა „ბოლშოი პატრიარშის“ შესახვევშია განლაგებული. პროექტის იდეაა — დაეხმარონ ტანამედროვე ადამიანებს უფრო თამამად და თავისუფლად გამოიყურებოდნენ. 

პროექტის შემქმნელებმა ამბიციური მიზნები დაისახეს. — გააცნონ მოსკოვის პუბლიკას ქართული მოდის თამამი სული, რომელიც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ღირსეულადაც არის შეფასებული.

© ფოტო რუსული VOGUE-სათვისმოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა
მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა - Sputnik საქართველო
მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

შტაბ-ბინაში არა მხოლოდ ტანსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგეილი, არამედ ანტიკვარიატიც, ინტერიერის მორთულობა, რომელთა ნაწილი სპეციალურად პროექტისათვის მხატვარმა გუგა კოტეტიშვილმა შექმნა. 

 

SINAZE ოფიციალურად წარმოადგენს დიზაინერებს Lasha Devdariani და Irma Sharikadze, ბრენდებს Atelier Kikala, ELOSHI, GOLADAMIAN, Situationists. სპეციალურად SINAZE-სათვის бренд 7IIშექმნა ჩანთების ლიმიტირებული კოლექცია მხოლოდ თითო ეგზემპლიარად.  

პროექტისაგან მიღებული მოგების ნაწილი მიმართული იქნება აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ოქუმში სკოლის რესტავრაციაზე, რომელიც 170 წლისაა და ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია. 

SINAZE ოფიციალურად თანამშრომლობს დიზაინერებთან Nino Babukhadia, Tamuna Ingorokva, SALOMÉ — Salome Gviniashvili. 

Irma de Flore — Irma Sharikadze და Lasha Devdariani თავის კოლექციები ვინტაჟურ ქსოვილებს იყენებენ (მსოფლიოში სულ 4 ბრენდი მუშაობს ძველებური ქსვილებით — რედ. შენ.) 

© ირმა შარიქაძემოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა
მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა - Sputnik საქართველო
მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

 Irma Sharikadze —ს ტანსაცმელი არა მხოლოდ მოდური გარდერობის საგანია, არამედ ხელოვნების ნიმუშია და ანტიკვარული ღირებულებაც გააჩნია. SINAZE —ში ამ მარკის ტანსაცმელი ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. 

Sputnik — თან ინტერვიუში დიზაინერმა ირმა შარიქაძემ განაცხადა, რომ პროექტის ავტორებმა მასთან თანამშრომლობის სურვილი თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ გამოთქვეს, რომელზეც შარიქაძემ წარმოადგინა პერფორმანსი "Tango de Rosas“. 

„ჩემი დიზაინერული ხაზი Irma de Flore  ვინტაჟურ და ანტიკვარულ ქსოვილებზე მუშაობს, ძირითადად უმაღლესი ხარისხის ჩინურ აბრეშუმზე… SINAZE-ში წარმოდგენილია აბრეშუმისგან შექმნილი კიმონოები, კარდიგანები, მომავალში უკვე სრული კოლექცია იქნება წარმოდგენილი“ — თქვა შარიქაძემ. 

მისივე განცხადებით, SINAZE ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ნებისმიერი ახალი ბაზარი ძლიან მნიშვნელოვანია ქართველი დიზაინერებისათვის. ახალი ბაზარი დიზაინერს პროფესიულ ზრდასა და კონკურენტუნარანობაში ეხმარება. 


ყველა ახალი ამბავი
0