თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში მდებარე თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მრეწველობის ქარხანა „არაზში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.
აფეთქების შედეგად დაშავდნენ ადამიანები, შირვანის საავადმყოფოში ექვს ადამიანია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე არა მარტო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეები, არამედ შირვანის პოლიციის პირადი შემადგენლობა იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო Sputnik-ს შირვანის პოლიციაში განუცხადეს. ამ დროისათვის დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქების მიზეზი დგინდება.
როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, შემთხვევის ადგილზე დამწვრობის ცენტრიდან ბაქოში სპეციალისტების ჯგუფი გავიდა.