თბილისი, 26 ივლისი— Sputnik. უცნობმა პირმა ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაისროლა, რის შემდეგად, თავი მოიკლა. სროლას კლინიკის ექიმი ემსხვერპლა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტაბლოიდ Bild-ზე დაყრდნობით.
პოლიცია შტეგლიცის რაიონში, შემთხვევის ადგილზე გავიდა, მძევლების აყვანის ან „სხვა მსგავსი“ ფაქტის შესახებ საუბარი არ მიდის.
„შტეგლიცის საავადმყოფოში გასროლა მოხდა. მძევლების აყვანაზე საუბარი არ მიდის, შემთხვევის ადგილზე ჩვენი კოლეგები უკვე გავიდნენ“, — განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.