თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მსახიობი და ტელეწამყნაი შორენა ბეგაშვილი შვილთან, ევასტან ერთად თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ევა ბარბაქაძეს სტამბულში ხერხემლის ოპერაცია ჩაუტარდა, ინფორმაციას ბეგაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი ევა 26 მარტს, საღამოს, მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. მოზარდს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.
ამ დროისათვის ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, მან ოპერაციის შემდეგ პირველი ნაბიჯები გადადგა კიდეც. ევა სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გადის, ორი თვის შემდეგ კი თურქეთში დაბრუნდება, სადაც ერთ ოპერაციას კიდევ გაიკეთებს.
„ორი თვე, ათი დღე და ჩვენ დავბრუნდით“, — წერს ბეგაშვილი „ფეისბუქზე“.
სამკურნალოდ ევას წაყვანა შორენა ბეგაშვილმა კეთილი ადამიანების თანადგომით შეძლო. გოგონას სახელმზე ბანკში ანგარიშია გახსნილი, რომელზეც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.