თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. პოპულარული რუსული მუსიკალური ჯგუფი „დისკოთეკა ავარია“ და დანიელი მომღერალი თომას ნევერგრინი (Tomas N'evergreen) საქართველოში კონცერტს გამართავენ. იგი 29 ივლისს ბათუმის საჩოგბურთო კლუბში „კორტი“ 20:00 საათზე დაიწყება.
საღამოს ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე და რუსი შოუმენი პროდიუსერი კონსტანტინო წაიყვანენ. კონცერტის ორგანიზატორია ქართული დეველოპერული კომპანია „სვეტი“.
სპეციალურად ქართველი მსმენელისათვის, „დისკოთეკა ავარიამ“ და თომას ნევეგრინმა კონცერტის წინ ექსკლუზიური გზავნილი ჩაწერეს.
ჯგუფი „დისკოთეკა ავარია“ 1990 წელს დაარსდა. თავდაპირველად კოლექტივი საცეკვაო მუსიკას უკრავდა იუმორისტული ტექსტების თანხლებით. ხოლო 2000 წლიდან ჯგუფის რეპერტუარში უპირატესად პოპ-მუსიკის ჟანრი გაჩნდა. „დისკოთეკა ავარია“ მრავალი ეროვნული მუსიკალური ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მათ შორის "Муз-ТВ", "Золотой граммофон", "Песни года", "Звуковая дорожка МК", "MTV Russia Music Awards და ბევრი სხვა.
თომა ნევერგრინი (თომას კრისტიანსენი) – 1969 წელს დაიბადა დანიის ქალაქ ორხუსში. 2010 წელს დანიის სახელით წარსდგა „ევროვიზიის“ კონკურსზე ოსლოში დუეტით, მომღერალ კრისტინა შანისთან ერთად სიმღერით „In a moment like this". მალევე თომასმა მონაწილეობა მიიღო პროექტში N’evergreen და დანიაში გამოსცა სინგლი "Since You’ve Been Gone". ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში. მას შემდეგ თომას ნევერგრინი მოსკოვში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.