თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფაქტი საქართველოზე არ აისახება, მიიჩნევს Sputnik-ის მკითხველთა 48,8 %, რომლებმაც მიიღეს მომაწილეობა გამოკითხვაში „აისახება თუ არა თურქეთში განვითარებული მოვლენები საქართველოზე?“.
15 ივლისის ღამეს მეამბოხეთა ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა განახორციელა, რომელიც ხელისუფლების მიერ აღკვეთილი იქნა. სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია და უკვე არ შეუძლია მოვალეობების შესრულება. ერდოღანმა, თავის მხრივ, მოუწოდა თავის თანამემამულეებს გამოსულიყვნენ ქუჩებში და წინააღმდეგობა გაეწიათ ამბოხებულთათვის. ანკარასა და სტამბულში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა. 16 ივლისის დილით ხელისუფლებამ ამბოხის ჩახშობის შესახებ განაცხადა. გადატრიალების მცდელობის შედეგად, ამბოხებაში მონაწილე სამხედროთა გარდა, 190 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა. დააკავეს რამდენიმე ათასი პუტჩის მომხრე.
თურქეთში განვითარებული ბოლო მოვლენები საქართველოზე აისახება, მიაჩნია გამოკითხულთა 42,1%-ს, ხოლო გამოკითხვაში მონაწილეთა 9,1 %-მა კი არ იცის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა რამდენად აისახება საქართველოზე.