BMI: დასავლური სანქციების გაუქმება რუსეთს გაზის პროექტების დასრულებაში დაეხმარებოდა

გამოწერა
ამასთან აღსანიშნავია, რომ ექსპერტების აზრით, სანქციების მოხსნა ვერ გააუმჯობესებს რუსეთის თბოენერგეტიკული კომპლექსის სხვა სფეროებს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება ქვეყანას გაზის იმ პროექტების განხორციელებაში დაეხმარებოდა, რომლებიც, გამომდინარე ბუნებრივ აირზე დღევანდელი ფასებიდან, მომხიბლაობას არ კარგავს, მიაჩნიათ კვლევითი კომპანია BMI-ს სპეციალისტებს, იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი".

ექსპერტების თქმით, ამ რიცხვს განეკუთვნება ისეთი „პოლიტიკურად მნიშვნელოვანი“ პროექტები, როგორებიცაა გაზსადენები ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „ცისფერი ნაკადი“.

აკრძალვის ნიშანი - Sputnik საქართველო
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე აშშ-ის და ევროპის მოსაზრება განსხვავებულია

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას მოიაზრებს რუსეთიდან — ბალტიის ზღვის გავლით — გერმანიამდე, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი აირი იქნება. აქედან პროექტის 50% „გაზპრომის“ წილად მოვა, ხოლო დანარჩენი 10-10%-ბით გადანაწილდება ევროპულ კომპანიებზე: OMV, BASF, Engie, Shell, Uniper.

რაც შეეხება შავი ზღვის ფსკერზე გამავალ „ცისფერ ნაკადს“, რუსეთი ამ გაზსადენით თურქეთში ახდენს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ BMI-ის ექსპერტების აზრით, სანქციების მოხსნა ვერ გააუმჯობესებს რუსეთის თბოენერგეტიკული კომპლექსის სხვა სფეროებს.

ამას გარდა, BMI ვარაუდობს, რომ ერთი ბარელი ნავთობი 2019 წლის ბოლომდე საშუალოდ 70 დოლარზე იაფი ეღირება.

ყველა ახალი ამბავი
0