ამინდი: საქართველოში ივლისის ბოლომდე წვიმებია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Asatur Esayantsწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2 აგვისტოდან გამოიდარებს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება, ამინდი 2 აგვისტოდან გაუმჯობესდება.

26 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება,
დასავლეთ საქართველოში დაბლობში 17-22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი 28-33 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 15-20 გრადუსი, დღისით კი 29-34 გრადუსი იქნება.  აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 15-20 გრადუსი, დღისით კი 29-34 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით კი 20-25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამიდია მოსალოდნელი. ღამით 20 გრადუსი, დღისით კი 32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

27 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი, დღისით კი 25-30 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 9-14, დღისით 20-25 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 16-21 გრადუსი, დღისით კი 26-31 გრადუსი სითბოა. მაღალ მთაში მოსალოდნელია ღამით 8-13, დღისით კი 20-25 გრადუსი სითბო.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ღამით 21 გრადუსი, დღისით კი 30 გრადუსი სითბო იქნება.

28 ივლისი

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმები ელჭექითაა მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი, დღისით კი 23-28 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 9-14, დღისით 18-23 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 16-21 გრადუსი, დღისით კი 23-28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ღამით 9-14, დღისით კი 18-23 გრადუსი სითბო.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ღამით 20 გრადუსი, დღისით კი 28 გრადუსი სითბო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0