თბილისში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება

© FB/ Александр Джеджелаваქიმიის ოლიმპიადა თბილისში
ქიმიის ოლიმპიადა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქს მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 700 ადამიანი ეწვია ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში წელს პირველად ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში.

„ოლიმპიადა 2016“, რომელშიც მსოფლიოს 75 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, 23 ივლისს გაიხსნა და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.

ლუკა ირემაშვილი - Sputnik საქართველო
12 წლის ქართველი ბიჭი პლანეტის მეცნიერების პირისპირ

„ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, ვაჩვენოთ მსოფლიოს საქართველო, მისი კულტურა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა", — ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში, თუმცა თავად მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა წელს პირველად მიეცა.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება ქვეყნებს 10 წელიწადში ერთხელ ეძლევათ. ამჟამად განრიგი წინასწარაა შედგენილი 2021 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0