მასმედია: საქართველოს მთებში უკრაინელი ალპინისტი დაიღუპა

გამოწერა
ალპინისტს არაერთხელ დაუპყრია მთის მწვერვალები საქართველოში. უკანასკნელი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უშბაზე აღმოაჩინეს, იუწყება ქართული ტელეკომპანია „რუსთავი2“.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია უკრაინელი ალპინისტი, რომელიც არაერთხელ იპყრობდა მთის მწვერვალებს საქართველოში.

„იგორის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საერთო მეგობრებისგან შევიტყვე. ის საკმაოდ ძლიერი და ათლეტური ალპინისტი იყო. მაისში ერთად წავედით მთებში, ყაზბეგის დასაპყრობად“,-ამბობს გიდი ნატალია ნიკოლაშინა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0