ბრაზილიაში ოლიმპიური ჩირაღდნის გატაცება სცადეს

გამოწერა
ბრაზილიის ქალაქ გუარულუსში უცნობმა პირმა ოლიმპიადა 2016- ის ესტაფეტის მსვლელობისას, ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდნის მოპარვა სცადა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. უცნობი ადამიანი ბრაზილიაში ოლიმპიადა 2016-ის  ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის მსვლელობისას, ცდილობდა ოლიმპიური ჩირაღდნის მოპარვას. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. 

ინციდენტი ცეცხლის ბრაზილიის ქალაქ გუარულუსში მოგზაურობისას მოხდა. უცნობმა ადამიანმა ალყა გაარღვია და შეეცადა ჩირაღდნის გატაცებას, მაგრამ პოლიციელებმა იგი მიწაზე დასცეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა 2016 წლის თამაშების ჩირაღდანზე თავდასხმის. 

ივნისში, მუნიციპლიტეტ მარაკაჟუში  ესტაფეტის მსვლელობისას, უცნობმა პირმა ჩირაღდნის ჩაქრობა სათლით წყლის შესხმით სცადა. 

ოლიმპიური თამაშები რიო-დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0