თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მას შემდეგ რაც აღკვეთილ იქნა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თურქეთის ხელისუფლება საპრეზიდენტო გვარდიას აუქმებს, ამის შესახებ შაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირემმა განაცხადა.
„საპრეზიდენტო გვარდია უკვე აღარ იქნება, ამის არც მიზანი და არც საჭიროება არ არის“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია A Haber-ის პირდაპირ რთერში.
მანამდე საპრეზიდენტო გვარდიის 300 მებრძოლი დააკავეს გადატრიალების მცდელობასთან კავშირის გამო.
16 ივლისის ღამეს არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, 246 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა ამბოხებულთა გარდა და 2000-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ამბოხი ჩაახშეს.
გადატრიალების მცდელობის გამოძიების პროცესში ხელისუფლებამ 10,4 ათასი ადამიანი დააკავა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, 4 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული და მათ შორის 103 არმიის გენერალი.