სოფო კაკაჩია
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა, სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყეს, რაც სამ თვეს გატანს. პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სრული აღდგენითი — გამაგრებითი სამუშაოების დაწყებას. სამუშაოებისთვის საჭირო თანხა კულტურის სამინისტომ გამოყო.
ბადრი წერედიანი —ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
„მოგეხსენებათ, რომ კულტურის სამინისტრომ დააფინანსა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა. მისი პირველი ეტაპი ტექნიკურ შესწავლას გულისხმობს, რომელიც ითვალისწინებს შენობის სრული გამაგრებითი სამუშაოების დაპროექტებას, მათივე თხოვნით ჩვენ ვმუშაობთ უკვე მეორე ეტაპზე. თუ ვინ დააფინანსებს სრულად რეაბილიტაცის ფიზიკურ სამუშაოებს, ამაზეც მოძიბულია თანხები და მე ჯერ თავს შევიკავებ ამ წყაროების დასახელებისაგნ. იმდენად დეტალურად მიმდინარეობს პრობლემის შესწავლა ამ პროექტის ფარგლებში,რომ სამხარაულის ექსპერტიზა დადებს შედეგს ზუსტად თუ რა ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი თეატრში და რა თანხებზეა საუბარი, ამის შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი ფიზიკურ სამუშაოებზე."
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს 2018 წელს 150 წლის იუბილე აქვს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სწორედ ამ საიუბილეო თარიღის თეატრი სრულად რეაბილიტირებული შეხვდება.
ბადრი წერედიანი: „მიუხედავად იმისა,რომ შენობა მაყურებლებისთვის დავხურეთ, აქ სპექტაკლები აღარ ტარდება საჯაროდ და მხოლო შიდა ჩვენებები ეწყობა, ახლაც რეპეტიცია მიმდინარეობს — პოლონელი დრამატურგის სამუელ მრუჟიკის პიესაზე მუშაობს დასი,რომელსაც თემურ ჩხეიძის სახელოსნოს კურსდამთავრებული ახალგაზრდა რეჟისორი ხელმძღვანელობს. სპექტაკლის პრემიერას დაესწრება თვითონ დიდი მაესტრო თემურ ჩხეიძე და პროექტის ფარგლებში მასტერ კლასს ჩაატარებს. დასში განწყობა ჯანსაღი და შემოქმედებითია, მიხედავად ცუდი პირობებისა, ისინი გმირები არიან ნამდვილად. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საიუბილეო თრიღს თეატრი ღირსეულად შეხვდეს“
ზუგდიდის თეატრის შენობა მძიმე მდგომარეობაშია. სპექტაკლები რამდენიმე თვეა არ იმართება. ქალაქში არაერთხელ გაიმართა აქცია თეატრის რეაბილიტაციის მოთხოვნით. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ რეკონსტრუქცია 2018 წელს დასრულდება, როცა თეატრს 150 წელი შეუსრულდება. მერიაში აცხადებენ, რომ ამ თარიღს თეატრის აღდგენილ შენობაში შეხვდებიან.
ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის წარმომადგენლები მეორე დღეა მუშაობენ.