თბილისში კარგი ხარისხის საზამთრო და ნესვი იყიდება

© National Food Agencyსაზამთროსა და ნესვის შემოწმება
საზამთროსა და ნესვის შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ თბილისში გასაყიდად გამოტანილ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება, წერია უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისია სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს, რა დროსაც აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია.

„შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღო“, — წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევით, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს — ის არ უნდა იყოს რბილი და დაზიანებული, ხოლო დაჭრამდე აუცილებლად უნდა გაირეცხოს.
სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

© Sputnik / Maria TsimintiaЛетние цены на тбилисском рынке - ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ
Летние цены на тбилисском рынке - ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ - Sputnik საქართველო
Летние цены на тбилисском рынке - ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ

 

ყველა ახალი ამბავი
0