ბავარიის შსს-მ დაადასტურა რომ მიუნხენში სამი ადამიანი დაიღუპა

გამოწერა
ბავარიის ცენტრში მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია. პოლიცია მოსახლეობას თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდებისაკენ მოუწოდებს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სროლის შედეგად მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სამი ადამიანი დაიღუპა. იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Bild-ზე დაყრდნობით. ბავარიის ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრი იოახიმ ჰერმანი იტყობინება სულ მცირე სამი მსხვერპლის შესახებ», — წერს გაზეთი. პოლიციის სპეცოპერაცია მიუნხენში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მთელ ქალაქში, ზუსტი ინფორმაცია მსხვერპლისა და თავდამსხმელების შესახებ ჯერ არ არის, უთხრა ტელეფონით „რია ნოვოსტის“ პოლიციის წარმომადგენელმა. 

მანამდე არსებული ინფორმაციით, სროლები მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში“ ისმოდა. პოლიცია იტყობინებოდა მსხვილი ოპერაციის შესახებ სავაჭრო ცენტრის მახლობლად, სადაც სროლა მოხდა და მოსახლეობას შენობისგან მორიდება სთხოვა. გაზეთი Abendzeitung Muenchen კი ინციდენტის შედეგად სულ მცირე 15 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0