მედია მიუნხენში სროლებისა და მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ იტყობინება

© REUTERS / Michael Dalderმიუნხენი
მიუნხენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანული მედია მიუნხენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლების შესახებ იტყობინება, წინასწარი ინფორმაციით 15 ადამიანია დაღუპული.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა სროლების სედეგად ქალაქ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვისტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. 

ოფიციალური დადასტურება ამ ინფორმაციაზე  ჯერჯერობით არ შემოსულა. 

სააგენტო AFP იტყობინება ერთი დაღუპულისა და 10 დაჭრილის შესახებ სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში". 

თავის მხრივ პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესახებ სავაჭრო ცენტრში და ითხოვა შენობას არ მიუახლოვდნენ. 

ბავარიის პოლიციამ დაადასტურა, რომ სროლის შედეგად არიან დაღუპულები, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ მსროლელი ჯერ კიდევ შენობაშია, ან მის მახლობლად. 


ყველა ახალი ამბავი
0