ოპოზიცია მინისტრების რაოდენობის შემცირების წინადადებით გამოდის

გამოწერა
საქართველოში არ არის იმის აუცილებლობა, რომ მთავრობაში 19 მინისტრი იყო.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ მინისტრების რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის.

ამჟამად ქვეყნის მთავრობაში პრემიერ-მინისტრი და 19 მინისტრია.

მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
დეპუტატი: კვირიკაშვილი მინისტრებს გაზაფხულზე შეცვლის

„მთავრობის წევრების უმრავლესობის არც სახელი იციან მოქალაქეებმა, არც უნახავთ და ხმაც კი არ გაუგიათ. სამინისტროების შესანახად უზარმაზარი რესურსი იხარჯება. ჩვენ არ გვაქვს ამდენი სამინისტროს არც საჭიროება და არც შენახვის ფუფუნება", — განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მინისტრების შემცირების არგუმენტად ჯაფარიძემ შვეიცარიის მაგალითი მოიტანა, სადაც მოსახლეობა ორჯერ მეტია, ხალხი 20-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე საქართველოში, ხოლო მთავრობაში სულ 8 ადამიანია — პრეზიდენტი და 7 მინისტრი.

„შვეიცარიის მაგალითი ცხადყოფს, რომ ეფექტურად მართვისთვის რაოდენობა გადამწყვეტი არ არის. გირჩის ინიციატივაა – საქართველოშიც მსგავსი სამთავრობო სტრუქტურა შევქმნათ”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0