ქართველმა პოლიციელებმა ახალი ფორმა მიიღეს

გამოწერა
ახალი ფორმა, რომელიც ხარისხითა და დიზაინით ძველზე უკეთესია, ამ დროისთვის თითქმის ყველა პოლიციელმა მიიღო.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ახალი ფორმა და აღჭურვილობა გადასცეს.

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმის ტანსაცმელი პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა, აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„ახალი სამსახურებრივი ფორმა არის უფრო მეტად ხარისხიანი, არის უკეთესი დიზაინით, წარმოაჩენს პოლიციელს და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიციელებს მისი ტარება სიამოვნებთ“, — განაცხადა ამირანაშვილმა.

სპეციალურ ფორმებს შსს-ს სტრუქტურაში შემავალი უწყებების თანამშრომლებისთვის ქართველი კომპანიები კერავენ, რომელთაც წელიწადში ერთხელ ტენდერის საფუძველზე ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0