ბათუმში რეპერი ბასტა რაიმსი გამოვა

© FB/ Баста Раймсბასტა რეიმსი
ბასტა რეიმსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის Black Sea Jazz Festival-ზე მსოფლიო რეპის ლეგენდა ცნობილი ამერიკელი მომღერლის კრის ბრაუნის ნაცვლად გამოვა, რომელიც თურქეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენების გამო ღონისძიებაზე ჩამოსვლას ვერ შეძლებს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. პოპულარული ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი ბათუმში Black Sea Jazz Festival-ზე 23 ივლისს გამოვა.

კონცერტი 20:00 საათზე ბათუმის საჩოგბურთო კლუბის ტერიტორიაზე დაიწყება.

კრისტინა აგილერა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

მუსიკოსის გამოსვლა ფესტივალის პროგრამაში თავდაპირველად დაგეგმილი არ იყო. ბასტა რაიმსი ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის კრის ბრაუნის ნაცვლად გამოვა, რომელიც, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის კახა კანდელაკის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მოვლენების გამო ვერ შეძლებს ბათუმში ჩამოსვლას.

„კომპანია „ისთერნ პრომოუშენის" დიდი ძალისხმევის შედეგად ერთ დღეში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება”, — დაწერა კანდელაკმა „ფეისბუქის“ გვერდზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ კრის ბრაუნის კონცერტზე აღებული ბილეთებით მსმენელს რაიმსის კონცერტზე დასწრება შეუძლია.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს 17 ივლისის გადაწყვეტილებით ავიამიმოსვლა აშშ-ისა და თურქეთის აეროპორტებს შორის აიკრძალა. შეზღუდვა შეეხო ტრანზიტულ რეისებსაც მესამე ქვეყნების გავლით, რომლებიც თურქეთიდან ამერიკისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.

ბასტა რაიმსი მსოფლიო რეპის ლეგენდაა. მომღერალს გამოშვებული აქვს ცხრა სოლო ალბომი, აქედან ხუთს პლატინის სტატუსი აქვს მიღებული, ხოლო ორს — ოქროს. რეპერი თერთმეტჯერ იყო „გრემის“ პრემიაზე წარდგენილი, ათჯერ — MTV Video Music Awards-ზე.

Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში 15-დან 24 ივლისამდე 200 უცხოელი და დაახლოებით 100 ქართველი მუსიკოსი გამოვა.

Black Sea Jazz Festival მასშტაბური სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0