საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები 170 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან

© photo: Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს ძიუდოს ნაკრები
საქართველოს ძიუდოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის სპორტულ შეჯიბრებებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით პრემიას სხვა სპორტსმენებიც მიიღებენ.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. რიო-დე-ჟანეიორის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 170 ათას ლარს მიიღებს, ვერცხლის პრიზიორი — 102 ათასს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი — 68 ათას ლარს. ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამას გარდა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენები, იმის მიხედვით, როგორ გამოვიდნენ 2016 წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე, მიიღებენ პრემიებს. პრემიების ფონდი 3 800 ათასი ლარია. კუთვნილ ჯილდოს სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე მიიღებენ.

რიოს ოლიმპიადაში სპორტის 12 სახეობაში 39 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რაც საქართველოსთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

შაბათს, 23 ივლისს ახალ „ოლიმპიურ პარკში“ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფიცს დადებენ, რის შემდეგაც გაიმართება რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების გაცილების ცერემონია.

ყველა ახალი ამბავი
0