ქართველი რაგბისტები ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოში რჩებიან

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში მომხდარმა ავტოავარიამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. რაგბიში საქართველოს ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და კლუბ „ლელოს“ რაგბისტი გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ავტოავარიაში მოყვნენ, კვლავ საავადმყოფოში რჩებიან.

ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. BMW-სა და Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს წუხელ შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათგან ორი ცოლ-ქმარი იყო. სპორტსმენები, მეუღლეებთან ერთად, ქუთაისისა და სამტრედიის საავადმყოფოებში განათავსეს.

„მერაბ კვირიკაშვილი — 32 წლის. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის. მას ფილტვები აქვს დაზიანებული. ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტი გონზეა, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობს. მეორე პაციენტს — გიორგი ლომინაძეს აღენიშნება ორივე თეძოსა და წვივის მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ფონზე“, — განუცხადა  ჟურნალისტებს ექიმმა დავით წულაიამ.

ექიმები ერთ-ერთის მეუღლის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სპორტსმენების დასახმარებლად ყველაფერ აუცილებელს გააკეთებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“.

ყველა ახალი ამბავი
0