თბილისი, 21 თბილისი – Sputnik. 20 ივლისს ქარბორბალამ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ აკაურთაში, ტანძიასა და დისველში 20-მდე საცხოვრებელ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა. განადგურდა მიწის სავარგულები, ხეხილი და ვენახი. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ ძველ ქვეშსა და ტანძიაში. სოფელ დისველში კი 50 ჰა მარცვლეული კულტურა მთლიანად არის განადგურებული.
„მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამის შემფასებელ აუდიტთან ერთად დაითვლის ზარალს და ჩვენი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ყველა დაზარალებულს ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის უფროსმა გოგი მეშველიანმა.
მოქალაქეთა განაცხადებების საფუძველზე სამუშაო ჯგუფი თითოეული სახლის მდგომარეობას შეისწავლის, რის მერე დაზარალებულებს მატერიალურ დახმარებას გაუწევენ.