დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZმიმდინარე წლის ივლისის თვეში უკვე მესამედ განმეორდა სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დმანისის რაიონში.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკვე მესამედ განმეორდა სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დმანისის რაიონში. - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკვე მესამედ განმეორდა სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დმანისის რაიონში.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი იტყობინება, თბილისის დროით 15:37 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57 კილომეტრში, ქალაქ დმანისის დასავლეთით, სოფელ სოღუთლოდან ერთ კილომეტრში მდებარეობდა. 

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 4,2 ბალი შეადგინა. 

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ივლისის თვეში საქართველოში უკვე მესამედ დაფიქსირდა მიწისძვრა — ასევე დმანისის რაიონში მოხდა ორი პირველი მიწისძვრა 12 და 13 ივლისს, რომელთა სიმძლავრე შესაბამისად 4,8 და 3,4 ბალი იყო. 

მონაცემები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. 


ყველა ახალი ამბავი
0