თბილისის ზოოპარკს კავკასიური კეთილშობილი ირმის ნუკრი შეემატა

© courtesy of Tbilisi Zooშვლის ნუკრი
შვლის ნუკრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოპარკი ირმის ამ სახეობის გამრავლებას უწყობს ხელს და შემდეგ მას ველურ ბუნებაში უშვებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში კავკასიური კეთილშობილი ირმის ნუკრი დაიბადა.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ახალშობილის ფოტო დღეს გამოაქვეყნდა, თუმცა პატარა რამდენიმე დღის წინ დაიბადა.

„ცოტა ხნის წინ კეთილშობილ ირმებს, ყვიყვსა და ლეილას გოგო შეეძინათ. ლამაზია და თვალებმაყვალა… სულ დედას კი არ დასდევს კუდში. თავისთვისაა, წყნარად და მშვიდად. ერთი გრილი ადგილი აქვს ამოჩემებული ვოლიერში და დღის ცხელ მონაკვეთს ძირითადად იქ ატარებს“, — აღნიშნულია ზოოპარკის განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ) კეთილშობილი ირმის გამრავლების პროექტშია ჩართული. პროექტი კავკასიური ირმების გამრავლებასა და შემდეგ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას ითვალისწინებს.

ეს უკვე  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაბადებული მეორე ირემია, პირველი პირა იყო, რომელიც ამ ქვეყანას 2015 წლის ივნისის ბოლოს მოევლინა.

ყველა ახალი ამბავი
0