ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებული პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. იხილეთ ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან.
შეტაკების დაწყებამდე მომიტინგეები მოითხოვდნენ პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირებისა და მათი მძევლების კვების საკითხის გადაწყვეტას. უარის მიღების შემდეგ ხალხის მასამ გაარღვია კორდონი, პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს და დაიწყო შეტაკება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეტაკების დროს 51 ადამიანი დაზარალდა, რომელთა უმეტესობა პოლიციის თანამშრომელია.
გასულ კვირას ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს ერთი პოლიციელი, ექვსმა ადამიანმა, მათ შორის ხუთმა პოლიციელმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ამ დრომდე მძევლად რჩება ოთხი პოლიციელი, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდენ ეგიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი.