ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზღვით მისვლაც იქნება შესაძლებელი

© Мэрия Батумиპირსი ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან
პირსი ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზღვისპირა კურორტი მწვანე კონცხი ბათუმიდან ათიოდე კილომეტრში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივების, ასევე სტუმრებისთვის.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აჭარაში, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან სასეირნო ნავმისადგომი მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის ფარგლებში ჩატარდა. 131,5 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის სავალ ნაწილზე დაიგო 664 კვ.მ ხის ფაქტურის ბეტონი არმირებული საფარით. ასევე მოეწყო ლითონის მოაჯირები და 30 ერთეული გარე განათება.

სამუშაოები შპს „მონოლითი-2005“-ის მიერ განხორციელდა.

ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 997 676 ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოების სამუშაოები. ბათუმისა და ჩაქვის მხრიდან მისასვლელი გზების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა დამცავი კედლები, სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, ტროტუარები, დაიგება დეკორატიული ფილები, ასფალტის საფარი და დამონტაჟდება გარე განათება. მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ქუჩების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 2 387 021 ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „გზები“ ახორციელებს, თვის ბოლოს დასრულდება.

ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკური ბაღი: თამარის ხიდი, ბილობილი, როკ-კლუბი და სინათლე გვირაბის ბოლოს

დასახელება „მწვანე კონცხი“ ამ ადგილმა მთელი წლის მანძილზე მწვანე საფარის გამო მიიღო. კურორტზე კლიმატი სუბტროპიკულია, მაღალი ტენიანობით, რაც ტროპიკული მცენარეების ზრდას უწყობს ხელს. 

ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი 120 ჰექტარია და იქ თავმოყრილია მცენარეთა ბრწყინვალე კოლექცია, რომელიც 5 ათას სახეობას ითვლის. მათგან თითქმის ნახევარს ხე-ბუჩქები შეადგენენ. ამ მცენარეთაგან მხოლოდ 104 სახეობა გვხვდება კავკასიაში. ერთ ტერიტორიაზე „კეთილმეზობლურად თანაცხოვრობენ“ ლურჯი ევკალიპტი და იაპონური საკურა, კაქტუსის პლანტაციები და ბამბუკის ხეივანი, პალმები და გიგანტური ნაძვები. 

ყველა ახალი ამბავი
0