პოლიციელისთვის ქრთამის მიცემა დაკავებით დასრულდა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ჯარიმა და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ბორჯომის რაიონში ტყის უკანონო გაჩეხვისთვის ქრთამის მიცემის მცდელობა ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს ხე-ტყის მასალა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ქრთამის სახით 200 ლარი შესთავაზეს, რათა მათ გადამუშავებული მასალის რეალიზებაში ხელი არ შეეშალათ.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ჯარიმით ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0