თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სამშაბათს ყაზბეგში მყინვარწვერზე დაკარგული რუსი ტურისტის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ალპინისტი ქალი მას შემდეგ დაიკარგა, რაც მას და მის მეგობარს, ასევე ალპინისტს მეხი დაეცათ. მეორე ალპინისტი არ დაშავებულა და იგი მაშინვე იპოვეს მაშველებმა.
„საძიებო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი არაფერია. იძებნება გოგონა. ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ მე მგონი რუსეთის მოქალაქეა… ჩართულია ვერტმფრენიც. მას ეძებენ ადგილობრივი მაშველებიც“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელს ანა ფილაურს.
ქართული მედია იტყობინება, რომ შემთხვევის ადგილზე სამი ალპინისტი იყო, თუმცა ამ ვერსიას სააგენტო არ ადასტურებს.