თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 21 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და წულუკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ბაკურიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.