ხიდაშელი: ქართული შეიარაღებისთვის ახალი ეპოქა დაიწყო

გამოწერა
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წყალობით, ქართული ჯარი უფრო პროფესიონალური გახდება.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა, რომელსაც აშშ  ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში განახორციელებს,   იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პენტაგონში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ჯონ კერის ვიზიტი საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის დადასტურებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის გენერალურმა მდივანმა ჯონ კერიმ 6 ივლისს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხიდაშელი აშშ-ში აღნიშნული მემორანდუმის დეტალების განსახილველად გაემგზავრა.

„ამერიკული მხარისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენი ამოცანის განხორციელებაში, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ამ პროგრამის შედეგად იყოს სრულ მზადყოფნაში საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების განსახორციელებლად… შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის“, — ციტირებს ხიდაშელის სიტყვებს უწყების პრეს-სამსახური.

საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე ომარ ბეგოიძის სიტყვებით, აღნიშნული პროგრამა სამხედროების მომზადების დონის ამაღლების საშუალებას იძლევა.

„ეს არ იქნება მხოლოდ ქვედანაყოფების მომზადება, საუბარია თავდაცვის სისტემაში ყველა მიმართულებით ინსტიტუციურ ცვლილებებზე — პირადი შემადგენლობიდან დაწყებული ლოგისტიკური საკითხებითა და რესურსების მართვით დამთავრებული“, — აღნიშნა ბეგოიძემ.

პროგრამის განხორციელების გეგმაზე მუშაობა სექტემბერში დაიწყება, როდესაც საქართველოს ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი ეწვევა, ხოლო მომავალი წლიდან კი პროგრამის იმპლემენტაცია დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0