თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. კოკისპირული წვიმების შედეგად ჩინეთის პროვინციებში 13 ადამიანი გარდაიცვალა, 62 კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო China News Service-ზე დაყრდნობით.
ჩინეთში 18 ივლისიდან გადაუღებლად წვიმს, რამაც 35 ქალაქი და პროვინციების ხებეის, შანსის, შანდუნის, ხენენისა და განსუს 131 ოლქი დააზარალა.
მთლიანობაში სტიქიამ 1,73 მლნ ადამიანი დააზარალა, 68 ათასი ადამიანის ევაკუირება კი სასწრაფო წესით მოხდა. დაინგრა 1,2 ათასი შენობა, ხოლო 4,3 ათასი შენობას კი სხვადასხვა სახის ზიანი მიადგა. პირდაპირი ეკონომიკური ზარალი 840 მლნ იუანს შეადგენს.
ყველაზე მეტი გარდაცვლილი — შვიდი ადამიანი — პროვინცია ხენანიდანაა.
პეკინში სამშაბათს დროებით დაიკეტა რამდენიმე მეტროსადგური, დაიტბორა ქუჩები, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
სტიქიამ ასევე შეაფერხა შოუდუს საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა, სადაც ნაშუაღამევს 200 ავიარეისი შეფერხდა ან გაუქმდა.