სპეცოპერაცია ალმათში. ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ბინის ჩხრეკის ვიდეოკადრები

გამოწერა

ალმათის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილის ბინაში, რომელიც დაქირავებული ჰქონდა, ჩხრეკა ჩაატარა. ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებისთვის ადგილზე მობოლიზებული იყო პოლიციის, სპეცდანიშნულების რაზმები და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები.

სპეცოპერაცია ალმათში. ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ბინის ჩხრეკის ვიდეოკადრები - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია ალმათში. ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ბინის ჩხრეკის ვიდეოკადრები

სპეცოპერაცია უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარდა. საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეების ევაკურება მოხდა, გარდა ამისა, ბანკის ფილიალი, რომელიც იმ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც სპეცოპერაცია ხორციელდებოდა, პოლიციის რეკომენდაციით დაიკეტა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-ყაზახეთი“.

18 ივლისს, დილით, ალმათში შეიარაღებული ადამიანები პოლიციელებს დაესხნენ თავს. ხუთი ადამიანი — სამი სამართალდამცველი, ერთი სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი და ერთი შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი პოლიციელი სამშაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხუთი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი ჰოსპიტალიზებულია.

ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, „წითელი“ დონე გამოცხადდა.  ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ალმათში სროლებს ტერორისტული აქტი უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0