ნინო ქათამაძე მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშინინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოველი მსმენელი მოისმენს კომპოზიციებს ახალი ალბომიდან Yellow.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პოპულარული ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე & Insight 28 ივლისს სოლო კონცერტს მოსკოვის პარკში „კრასნაია პრესნია“ გამართავს.

კონცერტი ორკესტრის თანხლებით ჩაივლის. შესრულდება სიმღერები ახალი ალბომიდან Yellow, რომელიც მუსიკოსებმა  2016 წლის დასაწყისში ბერლინში, ცნობილ სტუდიაში TRIXX Studios ჩაწერეს.

რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში Yellow რვა ახალი კომპოზიცია შევიდა. ალბომი ჯგუფის ფერადოვან კონცეფციას განაგრძობს. მომღერლის განცხადებით, ამ ალბომმა რეპერტუარი მზის ენერგიით სავსე თავისუფალი მუსიკით შეავსო.

„ნინო ქათამაძე მსოფლიო დონის მომღერალია. მისმა ვოკალურმა შესაძლებლობებმა სერიოზული ხელოვნების დამფასებელთა გულები დაიპყრო მრავალ ქვეყანაში. დიდებული დივისა და Insight-ის ნიჭიერი მუსიკოსების კონცერტი ყოველ ჯერზე ნათელი კულტურული მოვლენაა“, — აღნიშნულია კონცერტის ორგანიზატორების განცხადებაში.

კრისტინა აგილერა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.

პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებდა ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში.

ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0