თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაზე“ დაყრდნობით.
„ოთხშაბათს, დილით ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი“, — აღნიშნულია განცხადებაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ავტომობილი, რომელიც „უკრაინსკაია პრავდას“ ხელმძღვანელს ელენა პრიტულეს ეკუთვნოდა, კიევის ცენტრში, ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე აფეთქდა.