თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ყაზბეგის მყინვარწვერზე ასვლისას ტურისტები მეხის დაცემის არეალში მოყვნენ იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დარტყმამ ტურისტები სხვადასხვა მხარეს გადაისროლა. ორი ტურისტი დაშავებულია, თუმცა ისინი ამ დროისთვის უკვე მეტეოსადგურში იმყოფებიან.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ჯგუფის მესამე წევრს.