თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 20 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლადო მესხიშვილის, არმაზის, გონაშვილის, ფაღავას, ვახტანგ VI, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, ბანძელაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, თოდრიას, გორდის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.