თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თურქეთი, შესაძლოა, ნატოს შემადგენლობიდან გარიცხონ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.
მისი განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მასობრივი წმენდის ტალღაზე, დემოკრატიის პრინციპებს არ დაიცავენ.
კერიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობას მისცეს მტკიცე რეკომენდაცია – პუტჩის მცდელობის საპასუხო ზომების მიღებისას დაიცვას „დემოკრატიის წესები“.
„აშშ მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და უზენაესი სამართლის მაღალი სტანდარტები“, — აღნიშნა მან.