ლუბლიანაში საქართველოსა და სლოვენიის „მეგობრობის სკამი“ გაჩნდა

© FB/ Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ლუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე სკვერის გახსნის ცერემონია სამშაბათს გაიმართა. სკვერში საქართველოსა და სლოვენიის „მეგობრობის სკამი“ დადგეს, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

საქართველოსა და სლოვენიის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
საქართველო და სლოვენია თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ლუბლიანის მერთან ზორან იანკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. პრეზიდენტი სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია თანამშრომლობა დაძმობილებულ ქალაქებს — თბილისი–ლუბლიანასა და ქუთაისი–მარიბორს შორის.

მარგველაშვილი სლოვენიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია სლოვენიაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა სლოვენიის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გასპერსიჩსა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს.

© FB/GIORGI MARGVELASHVILIსლოვენიაში გიორგი მარგველაშვილს ოფიციალური ვახშამი გაუმართეს
სლოვენიაში გიორგი მარგველაშვილს ოფიციალური ვახშამი გაუმართეს - Sputnik საქართველო
სლოვენიაში გიორგი მარგველაშვილს ოფიციალური ვახშამი გაუმართეს

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა ასევე გამართა შეხვედრები სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან მირო ცერართან.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და სლოვენიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატეს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.

პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიაში დღეს სრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0