თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თვითმფრინავები მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დადგენილი გრაფიკით მოფრინავენ.
ორშაბათს, საღამოს უამინდობის გამო „დომოდედოვოში“ 20-ზე მეტი ავიარეისი შეფერხდა. სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ წვიმას, ზოგიერთ რაიონში კი სეტყვასა და ძლიერ ქარს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებდა, რომ შესაძლებელი იყო ცალკეული ტერიტორიების დატბორვა და ტრანსპორტის მოძრაობის გართულება.
„თვითმფრინავი „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან თბილისის აეროპორტში განრიგის მიხედვით, თბილისის დროით 18:30 საათზე დაეშვა. ამ დროისთვის ფრენებს „დომოდედოვოს“ აეროპორტში მხოლოდ ერთი ავიაკომპანია — S7 Airlines ახორციელებს. დღეს კიდევ ერთი რეისია დაგეგმილი. ჯერჯერობით ფრენების განრიგში ცვლილებები არ არის“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ აეროპორტის პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისებს ოთხი კომპანია ახორციელებს – S7 Airlines, „აეროფლოტი“, „ურალის ავიახაზები“ და „აირზენა“.