თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. მსფლიოში განთქმული ოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის პარტიის „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ მეტრეველმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის სახელით თაღლითები მოქმედებენ.
მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ საპარლამენტო არჩევნების წინ პარტა შექმნა. არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკოთხვების შედეგების მიხედვით, მისი პარტია მესამე ადგილს იკავებს მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი მთავარი ოპონენტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.
„უკანასკნელ დღეებში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც პარტიის „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისათვის“ სახელით უცნობი პირები მოქალაქეებს სახლებში აკითხავენ და შემოწირულობის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვენ“,-განაცხადა მეტრეველმა.
პოლიტიკოსის სიტყვებით, მათთვის ცნობილია ასევე თითქოსდა ბურჭულაძის პარტიის სახელით მიმდინარე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
მეტრეველმა მოუწოდა მოქალაქეებს არავითარ შემთხვევაში არ მისცეს ფული იმათ, ვინც მათ „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისათვის“ სახელით მიმრთავს.
„ჩვენ მივმართვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, არავითარ შემთხვევაში ჩვენი სახელით მოსულ არც ერთ პირს არ გადასცენ არანაირი თანხა“,-ხაზი გაუსვა მეტრეველმა.
პარტია მოუწოდებს პოლიციას ეს ფაქტები უმოკლეს ვადებში გამოიძიოს.