თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 19 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, მესხეთის, ხარაბაძის, კობცოვის, გომარეთის, ტატიშვილის და ბუკისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, ძოწენიძის, ამაშუკელის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის, ბენდელიანის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ბარალეთის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშილის, ულიანოვის, გურამიშვილის და ავჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ტეტელაშვილის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ტყავის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ლესელიძის, ხანძთელის, ღვინის, საიათნოვას, თონეთის, იერუსალიმის, აბოვიანის და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.