თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო თურქეთის პარლამენტის შენობაში ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ მეჯლისის დეპუტატი ზია ფირი იტყობინება.
„თავდასხმის შესახებ გვაცნობეს… მეჯლისში ევაკუაცია მიმდინარეობს“, — დაწერა „ტვიტერის“ თავის ოფიციალურ აკაუნტში დეპუტატმა პროქურთული პარტიიდან ზია ფირმა.
Saldırı ihbarı… meclis boşaltılıyor
— Ziya Pir (@ziyapir) 18 июля 2016 г.
„შენობაში მყოფი დეპუტატები იქიდან გამოდიან“, — დაწერა მან მოგვიანებით.
İhbarın kaynağı bilinmiyor fakat milletvekilli bürolarının bulunduğu binadaki çalışanlar binayı terk etti/ediyor
— Ziya Pir (@ziyapir) 18 июля 2016 г.
15 ივლისს საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. თურქეთის ხელისუფლებამ 16 ივლისს დილით განაცხადა, რომ ამბოხება ჩახშობილია.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,4 ათასზე მეტი დაიჭრა. საქმეზე დაკავებულია 3 ათასამდე ეჭვმიტანილი.