საქართველო-სომხეთის საზღვარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

© Ministry of Finance of Georgia საქართველო-სომხეთის საზღვარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
საქართველო-სომხეთის საზღვარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების ზომები არ გატარებულა მიუხედავად იმისა, რომ ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა პოლიციის შენობა დაიკავა.

თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველო-სომხეთის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების ზომები არ გატარებულა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში საქმიანობენ.

17 ივლისის დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

ერევანი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სომხეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე არ აისახება

„არანაირი ზომები არ გატარებულა, ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის თანამშრომლის ლაშა ბაბილოძის სიტყვებს.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ასევე საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტები.

ამჟამად საზღვარზე მოქმედებს „ნინოწმინდის“, „გუგუთის“, „აჰკერპისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტები.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთთან საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა შეზღუდა. შეზღუდვა ერთი დღის განმავლობაში მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0