სროლა თბილისში - არიან დაჭრილები

© Flickr / Peretz PartenskyPistol with ammunition
Pistol with ammunition - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სროლა აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობასთან კრედიტორსა და მოვალეს შორის მოხდა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი სროლისას ორი ადამიანი დაიჭრა.

„აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მოქალაქეებმა ერთმანეთს ესროლეს. დაიჭრა ორი ადამიანი, ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტი აღსრულების ბიუროს არანაირად არ უკავშირდება. ინციდენტის არც ერთი მონაწილე ბიუროს თანამშრომელი არ არის. ესაა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის“, — განაცხადა ბიუროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა პაატა შამუგიამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

შამუგიას თქმით, ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ოთხი გასროლის ხმა გაიგეს. მომხდარის მიზეზი უცნობია.

ქართული მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ერთმანეთს მოვალემ და კრედიტორმა ესროლეს.

დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. დეტალები ზუსტდება.

ყველა ახალი ამბავი
0