თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ალმათის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი ყაზახეთი“ შინაგან საქმეთა ქალაქის სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„მოსახლეობას ვთხოვთ, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები და მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ყველა საეჭვო პირთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიაწოდონ სამართალდამცველ ორგანოებს და გაგებით მოეკიდონ სამართალდამცველი და სპეციალური ორგანოების თანამშრომლების მოქმედებებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ორშაბათს, დილით ალმათის ორ რაიონში — შინაგან საქმეთა ალმათის რაიონულ განყოფილებასთან და გოგოლისა და აბილაიხანის ქუჩების კვეთაზე სროლები იყო, რის გამოც მინიმუმ ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში ჰაერში ისროდა.