თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სტამბულში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. კერძოდ, ქალაქში დამატებით სპეცრაზმის 1,8 ათასი მებრძოლი გადაისროლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თურქულ სააგენტო Anаdolu-ზე დაყრდნობით.
სტამბულის უშიშროების სამსახურის უფროსმა გასცა ბრძანება, გაუფრთხილებლად ჩამოაგდონ ვერტმფრენები, რომლებიც არასანქცირებულ ფრენას ახორციელებენ.
სპეცრაზმელები სტამბულში მეზობელი პროვინციებიდან გადაისროლეს. ისინი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე და ქალაქის ქუჩებში განათავსეს. ქალაქში ასევე შეყვანილია სპეცტექნიკა. სტამბულში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული.
15 ივნისის ღამით მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურეები თურქეთში სამხედრო გადატრიალებას შეეცადნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ერს მოუწოდა, გამოსულიყვნენ ქუჩაში და არ დაეშვათ მეამბოხეების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
ამჟამად გადატრიალების რამდენიმე სავარაუდო ორგანიზატორი დაკავებულია. დედაქალაქსა და სტამბულში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.