ავსტრიელმა პოლიტიკოსმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას დადგმული უწოდა

© REUTERS / STRINGERპარლამენტის დანგრეული შენობა ანკარაში
პარლამენტის დანგრეული შენობა ანკარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიის პარლამენტის დეპუტატი სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან (SPO) სტეფან შენახი მიიჩნევს, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დილეტანტურად გამოიყურება და უფრო დადგმულს ჰგავს.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. პარასკევს საღამოს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. სამხედროებმა, თავის მხრივ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განაცხადეს. შაბათს დილით მეამბოხეებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. 

თურქმა სამართალდამცველებმა თითქმის სამი ათასი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან მაღალი და საშუალო ჩინი მქონე სამხედრო მოსამსახურეები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 265 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 104 – მეამბოხე.

 „ამ ისტორიას ერთი უსიამოვნო ლექი აქვს, – განუცხადა ავსტრიელმა პოლიტიკოსმა სააგენტო Sputnik–ს, – იმის გამო, რომ გაუგებარია, რატომ იყო ყველაფერი გამზადებული – მოსამართლეთა სია, იმათი სია, ვინც ამჟამად დაკავებულია, არა მხოლოდ სამხედროები. უსიამოვნო ნალექია ის, რომ დადგმა (გადატრიალების), ქვეყანაში უფრო მეტი ცვლილებებისთვის, ხელს აძლევდა ერდოღანს (თურქეთის პრეზიდენტს). ეს გადატრიალება ძალზე დილეტანტური გადატრიალებაა“. 

ამასთან, შენახმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყნის მთავრობა დემოკრატიული გზით არის არჩეული, გადატრიალება მიუღებელია. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმის მტკიცება, იყო ხელისუფლების დამხობის ეს მცდელობა ნამდვილი თუ ინსცენირებული. „ჯერჯერობით რამის თქმა ნაადრევია, მაგრამ ამ ვითარებით ძალზე შეშფოთებული ვართ“, – დასძინა მან.


ყველა ახალი ამბავი
0