თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ერდოღანის განცხადებით, რუს ტურისტებს თურქეთში თავი სრულიად უსაფრთხოდ შეუძლიათ იგრძნონ.
„რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეზღუდვის ნორმების მოხსნის შემდეგ რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთში არსებითად გაიზარდა. მან იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე, ამჟამინდელ რთულ პირობებში, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. რეჯეფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგმება“, – ნათქვამია კრემლის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს, რომ უახლოეს პერიოდში შეხვედრას აპირებენ. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ლიდერის შეხვედრა, შესაძლოა, აგვისტოს დასაწყისში გაიმართოს.
პარასკევს საღამოს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. სამხედროთა ნაწილმა ამბოხება მოაწყო. ერდოღანმა მისი ჩახშობა შეძლო. ამბოხების შედეგად დაახლოებით 260 ადამიანი დაიღუპა.