საქართველოში პირადობის მოწმობები კვლავ უფასოდ გაიცემა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი თბილისში
იუსტიციის სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების აუცილებლობითაა გამოწვეული.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ ან 9 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, ან რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ეწურება მოქმედების ვადა, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID–ბარათის) აღება უფასოდ 15 სექტემბრამდე შეეძლებათ. 

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ, აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
არჩევნებისათვის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ პირადობის მოწმობები

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, აქცია ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას.

ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. 

ამჟამად საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას.

საიდენტიფიკაციო ბარათი ანუ ID ბარათი (ინგლისურადIdentity Document) ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს პიროვნების ვინაობას, მათ შორის სხვადასხვა დონისა და დანიშნულების ელექტრონულ სისტემაში. ჩვეულებრივ, შესრულებულია პლასტიკური ბარათის ფორმატში. 


ყველა ახალი ამბავი
0