ერევანში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsპოლიციელები
პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის მხარდასაჭერად საინიციატივო ჯგუფმა ერებუნის პოლიციის განყოფილება აიღო.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე, საზოგადოებრივი ხსნის რადიკალური ოპოზიციური ფრონტის „ახალი სომხეთის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად. 

შენობასთან მობილიზებულია სამხედრო ნაწილები. პოლიციის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა აშოტ აგარონიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურ განცხადებას პოლიცია უახლოეს მომავალში გააკეთებს.

ამჟამად პოლიციამ ერებუნის რაიონისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა.

ერევნის რაიონულმა სასამართლომ 22 ივნისს სეფილიანის ორთვიანი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მას ბრალად ედება იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა–შენახვა. სეფილიანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და პროცესუალური ღონისძიება, მათ შორის ჩხრეკა სეფილიანის საცხოვრებელ ბინასა და სამუშაო კაბინეტში. ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის სახით ცხრა ადამიანი მონაწილეობს.

სეფილიანი უკვე დააკავეს 2006 წლის 10 დეკემბერს. დაკავების მიზეზი ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობის შეცვლისკენ მისი საჯარო მოწოდებები გახდა. ის იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით წელიწადნახევარი საპატიმროში იმყოფებოდა. ის ასევე დააკავეს 2015 წლის 7 აპრილს, ეჭვმიტანილი იყო მასობრივი უწესრიგობის ორგანიზებაში. დაკავებიდან ერთ თვეში გაათავისუფლეს.


ყველა ახალი ამბავი
0